ჩაქვის საზოგადოებრივ ცენტრში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს

06 დეკემბერი 2021, 13:12 9903 ნახვა

ჩაქვის საზოგადოებრივ ცენტრში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს, წაღბულია თანხა. ინფორმაცია აჭარის მაუწყებელს პრესამსახურში დაუდასტურეს. 

შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი იმყოფება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ამ დროისთვის სამუშაო პროცესი შეჩერებულია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში