ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების განრიგი ცნობილია

06 დეკემბერი 2021, 19:37 417 ნახვა

ფიბა-მ ევრობასკეტის 2022 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა. ცნობილი გახდა, რომ მომავალი ევრობასკეტი გახსნითი შეხვედრა თბილისში გაიმართება. პირველი შეხვედრა 1 სექტემბერს 15:30 საათზე ერთმანეთს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი ბულგარეთს დაუპირისპირდება.

ასევე ცნობილი გახდა რომ ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ყველა შეხვედრას თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყებენ.

საქართველოს ნაკრები კალენდარი ასეთია:

  • 1 სექტემბერი საქართველო – ბელგია;
  • 3 სექტემბერი საქართველო – ესპანეთი;
  • 4 სექტემბერი საქართველო – თურქეთი;
  • 6 სექტემბერი საქართველო – ბულგარეთი;
  • 7 სექტემბერი საქართველო – რუსეთი;

ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში 4 ქალაქში თბილისში, კიოლნში, მილანსა და პრაღაში გაიმართება. ევრობასკეტი 2022 წლის 1-18 სექტემბერს ჩატარდება.

4 ექვსგუნდიანი ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო პლეი ოფში გავა და თამაშს მერვედფინალიდან გააგრძელებს. ფლეიოფში გასული საუკეთესოები კი ბერლინში ითამაშებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში