დღეს ყიფიანის თასისთვის ერთმანეთს ''საბურთალო'' და ''სამგურალი'' დაუპირისპირდებიან

08 დეკემბერი 2021, 11:01 906 ნახვა

დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული გამოვლინდება. ფინალში ერთმანეთს თბილისის "საბურთალო" და წყალტუბოს "სამგურალი" დაუპირისპირდებიან. მატჩი ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.

ფინალურ შეხვედრას პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მთავარი არბიტრის იაროსლავ პშიბილი ხელმძღვანელობით მოემსახურება. თბილისის ''საბურთალოს'' საქართველოს თასი 2019 წელს აქვს მოგებული, ხოლო ''სამგურალი'' შარშანაც ფინალში იყო, მაგრამ მაშინ ''გაგრასთან'' დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. ა

მ შეხვედრაში გუნდები ტიტულის გარდა, ევროსაგზურისთვის იბრძოლებენ, რადგან გამარჯვებული გუნდი კონფერენსლიგაზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ფინალური შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდ http://cup.gff.ge-ზე იქნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში