ქორწილი კოვიდრეგულაციების ფონზე

08 დეკემბერი 2021, 15:00 9387 ნახვა

ქვეყანაში არასახარბიელო ეპოდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, მოქმედი კოვიდ რეგულაციები ისევ ირღვევა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზშია გადაღებული და რომელიც ქორწილის კადრებს ასახავს.

ქორწილში ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები იმყოფებოდნენ. კოვიდ რეგულაციის დარღვევასთან დაკავშირებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გააკეთა კომენტარი.

რეზო ხარაზის თქმით, რეგულაციას არამარტო მისი პარტიის წევრები, არამედ ხელისუფლებაც არღვევს და პასუხისმგებლობა მათ და საზოგადოებას ეკისრებათ.

ხარაზის განცხადებით, პარტიის წევრების ქმედებებზე ის პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწტილებით სარიტუალო დარბაზებს მუშაობის უფლება არა აქვს, თუმცა ამის ფონზე შეიძლება ითქვას, ყოველდღიურად ტარდება ქორწილები.

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნულ ფაქტზე ინფორმაცის ფლობენ და მოკვლევაც მიმდინარეობს.

ბექა ფერაძის განცხადებით, აღნიშნული დარბაზი აგვისტოში ერთხელ უკვე 10 000 ლარით დაჯარიმდა. 

აქვე გეტყვით, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კაფე- რესტორნები ,, მწვანე სტატუსის’’ მქონდე სტუმრებს იღებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში