ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად სამხედრო მაღალჩინოსანი დაიღუპა

08 დეკემბერი 2021, 18:00 1259 ნახვა

ინდოეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელი გენერალი ბიპინ რავათი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას ინდოეთის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია   ავრცელებს.

სამხედრო ვერტმფრენმა, რომლის ბორტზეც  გენერალი იმყოფებოდა, კატასტროფა ტამილნადუს პროვინციაში განიცადა. წინასწარი ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზად უამინდობა  სახელდება.  ძლიერი ნისლის გამო  ხილვადობა კრიტიკულად დაბალ მაჩვენებელს აღწევდა-წერს ინდური პრესა. 

სოციალურ ქსელებში გავრცელებული სიის თანახმად, ბორტზე 14 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის გენერლის მეუღლეც იყო. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში