უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის დასადასტურებლად, მათ ქვეყანაში გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენა საკმარისი იქნება

09 დეკემბერი 2021, 11:04 851 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის დასადასტურებლად, საკმარისი იქნება მათ ქვეყანაში გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენა. ცვლილება მთავრობის დადგენილებაში  შევიდა და ის უკვე ძალაშია.

დადგენილების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც არ არის რეგისტრირებული www.covidpass.moh.gov.ge ან CovidPass Georgia და EU Digital COVID Certificate სისტემებში, ობიექტზე დაშვება შესაძლებელია სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყნის მიერ გაცემული შემდეგი დამადასტურებელი დოკუმენტის (ელექტრონული ან ბეჭდური) წარდგენის შემდეგ (წამკითხველის გამოყენების გარეშე):

მინიჭებული QR კოდი ან ოფიციალური უწყების მიერ გაცემული სრული ვაქცინაციის (ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსი) დამადასტურებელი დოკუმენტი ან ოფიციალური უწყების მიერ გაცემული ვალიდური ნეგატიური პსრ ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გიორგი ღიბრაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საკუთარ ქვეყანაში გაცემული საბუთით, დაუბრკოლებლად შეძლონ მწვანე სტატუსით სარგებლობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში