2022 წლის ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში

15 დეკემბერი 2021, 17:50 1086 ნახვა

საჯარო სექტორში დასაქმებულებს სახელფასო ანაზღაურება 10 პროცენტით გაეზრდებათ. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის წარდგენისას ფინანსთა მინისტრმა განაცხადა. ლაშა ხუციშვილმა  კანონმდებლებს პროგრამული ბიუჯეტი გააცნო და მომავალი წლის რეფორმებზე ისაუბრა.  ამ მიმართულებით აღნიშნა, რომ  ქვეყანაში იგეგმება ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, რაც კერძო სექტორის განვითარების პერსპექტივებს გულისხმობს. მინისტრმა სხდომაზე ასევე საგარეო ვალის ირგვლივაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო წელს საგარეო ვალი 60%-დან, დაახლოებით, 51%-იან ნიშნულზე ჩამოვა.  2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის მიხედვით, სოციალური პროგრამების დაფინანსება  ოთხ მილიარდ 553 ლარს შეადგენს.აღნიშნული თანხიდან 2 მილიარდ 885 მილიონი ლარი  საპენსიო უზრუნველყოფაზეა გათვალსიიწნებული. 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის 20 ლარით, ხოლო 70 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობისთვის 25 ლარით გაზრდა. მაღალმთიან დასახლებებში, ამავე კატეგორიის პირთა პენსია 360 ლარი იქნება. ორი მილიარდ 121 მილიონი ლარი განათლების მიმართულებით დაიხარჯება

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში