ყაზახეთის მიმართულებით ქუთაისიდან ფრენები ნაწილობრივ აღდგა

09 იანვარი 2022, 18:03 158 ნახვა

ყაზახეთის რესპუბლიკიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ორი რეისი განხორციელდა.აქტაუსა და ატირაუს აეროპორტებიდან საერთო ჯამში 87 მგზავრი ჩამოფრინდა. მათ შორის 60-მდე ადამიანი საქართველოს მოქალაქეა.

ატირაუს და აქტაუს მიმართულებით ქუთაისის აეროპორტიდანაც განახლდა ფრენები. აღნიშნულ რეისებზე ჯამში 200-ზე მეტი ადამიანი იყო დარეგისტრირებული. ცნობისთვის გუშინ შესრულდა პირველი გეგმური ფრენა ნურსულთანის მიმართულებით, რომელსაც აქ დარჩენილი 15 მგზავრი გაჰყვა. ხვალ ქუთაისიდან ყაზახეთის მიმართულებით რეისები დაგეგმილი არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში