წყლის პრობლემა ჯიხანჯურში

14 იანვარი 2022, 18:10 206 ნახვა

სოფელი  უწყლოდ. ქობულეთში სოფელ  ჯიხანჯურის მოსახლეობა წლების შემდეგ მაუწყებელთან ისევ   სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობს და ხელისუფლებას  ახსენებს, რომ დაპირების მიუხედავად  პრობლემა მოუგვარებელია. 

სოფელში წყალი იშვიათად, ისიც გრაფიკით მოდის, თუმცა აღმოჩნდა, რომ ადგილობრივებს მხოლოდ ეს არ უქმნით დისკომფორტს. ამბობენ, რომ წყალი სასმელად უვარგისია. მათ საკუთარი ძალებით წყაროს წყალი მოიძიეს, მაგრამ აცხადებენ, რომ დებეტი  ხშირად იკარგება. 

მაუწყებელმა გაარკვია,  რომ  ქობულეთის მერიამ  ერთ-ერთ დიდ სოფელში  წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის  არაერთხელ დახარჯა ფული,  თუმცა სოფელი მაინც ამ  პრობლემით ცხოვრობს.  მერიაში  საპასუხოდ აცხადებენ, რომ ტენდერი გამოცხადებულია და საკითხი  ზაფხულში უნდა მოგვარდეს. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში