გასაუბრება ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებთან

14 იანვარი 2022, 18:35 124 ნახვა

ცესკოს დაკომპლექტების პროცესი გრძელდება.   ასარჩევია საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და კომისიის 2 წევრი.  თავმჯდომარეობის  კანდიდატებს 15 წუთი ჰქონდათ იმისთვის, რომ ესაუბრათ თუ როგორ წარმოუდგენიათ  ცესკოს  როგორც ინსტიტუციის ტრანსფორმაცია  და განვითარება. მათგან ნაწილს საარჩევნო  ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს.

 მათ შორისაა გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ ცესკოს  მოქმედი ხელმძღვანელია, მისი კონკურენტია ერთ-ერთი საოლქო კომისიის თავმჯდომარე. მას შემდეგ, რაც კანდიდატებმა საუბარი დაასრულეს, კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხეს, რომელთა შორისაც იყო პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე დასმული კითხვა. 2019 წელს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი გაახსენეს ცესკოს წევრობის მსურველ ციალა შავაძეს, რომელიც როგორც საკონკურსო კომისიის წევრმა თქვა,  ,,ქართული ოცნების“  მხარდამჭერი განცხადება იყო.  შავაძემ უპასუხა, რომ პოსტი პოლიტიკური კონტექსტიდან შორს იყო და ის მხოლოდ ხულოს მოსახლეობის მხარდასაჭერად დაწერა. მას  განმარტება სთხოვეს ასევე 2020 არჩევნებზე,  ბათუმში მე-19 უბანზე  შედგენილ ოქმზეც , რომელიც კითხვის ავტორის შეფასებით, კომისიის წევრების  არაკომპეტენტურობის მაგალითია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში