აჭარაში კორონავირუსის 801 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 

18 იანვარი 2022, 10:50 704 ნახვა

18 იანვრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 659 საიდანაც:  4 465 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 614. მძიმე პაციენტია 136, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 45 პირი.

2 050 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 233 - თბილისში, 581- აჭარაში.

51 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 50 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 44, ხოლო აჭარაში - 6.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში