ფაუჩი: ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა „ომიკრონი“ პანდემიის საბოლოო ტალღა

18 იანვარი 2022, 11:03 653 ნახვა

ჯერ ზედმეტად ადრეა იმის თქმა, არის თუ არა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი პანდემიის ბოლო ტალღა - აცხადებს აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, თეთრი სახლის მთავარი სამედიცინო მრჩეველი, ექიმი ენტონი ფაუჩი.  

ფაუჩიმ, აღნიშნა, რომ მეცნიერთა ნაწილის თქმით, „ომიკრონი“ წინა ვარიანტებთან შედარებით ბევრად გადამდებია, თუმცა ნაკლებად მძიმედ ვითარდება, რაც შესაძლოა, იყოს პანდემიის დასრულების მანიშნებელი,  თუმცა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი  მიიჩნევს, რომ ამის გარანტია ჯერ კიდევ არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში