​​​​​​​კორონავირუსის გავრცელების პიკში სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს, თებერვლის პირველ ნახევარში შევალთ - ამირან გამყრელიძე

18 იანვარი 2022, 12:23 852 ნახვა

დაავადებათა კონტორლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების პიკში შევა სავარაუდოდ იანვრის ბოლო, თებერვლის პირველ დეკადაში.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი 7000 შემთხვევის გარდა რეალურად, ე.წ შეფასებითი მაჩვენებლით, სავარაუდოდ ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერ მეტი იქნება.

გამყრელიძის განმარტებით ესენი არიან პირები, რომლებსაც მსუბუქი ხველა და სურდო აქვთ და არ მიდიან ტესტირებისთვის.

"ჩვენ ვანგარიშობთ, რომ პიკზე უნდა გვქონდეს 10 დან 15 ათასამდე გამოვლენილი შემთხვევა. თუ "დელტას" დროს ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა იყო 12-15 % ფარგლებში, "ომიკრონის" დროს ველოდებით 5-10%-ის ფარგლებში. ჯერ არ შეიმჩნევა ზეწოლა ჰოსპიტლებზე. თუმცა საკმაოდ დიდი რიგია ტესტირებაზე"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში