მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა

19 იანვარი 2022, 11:42 1531 ნახვა

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე - FIE-ს რეიტინგში მესამე ადგილზეა. თბილისში მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ ხმლით მოფარიკავეთა რეიტინგი განაახლა.

“თბილისის თასი 2022”-ის ჩემპიონმა სანდრო ბაზაძემ ორი პოზიციით აინაცვლა რეიტინგში და კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.

რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართულ მსოფლიოს თასზე სანდრომ პირველი ადგილი დაიკავა და გახდა პირველი ქართველი მოფარიკავე რომელმაც მსოფლიოს თასის მოგება შეძლო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში