რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

19 იანვარი 2022, 09:53 760 ნახვა

რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებს. ჩვენს საკუთარ მიწაზე ჯარების გადაადგილების პრაქტიკა ჩვენი სუვერენული უფლებაა. - წერია რუსეთის საელჩოს განცხადებაში, რომლითაც  აშშ-ს მოუწოდებს  დაასრულოს „ისტერია“ დონბასის საკითხთან დაკავშირებით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას უკრაინისთვის იარაღის ახალი პარტიების მიწოდებაზე.

18 იანვარს თეთრმა სახლმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ერთხმად ისაუბრეს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დეესკალაციის ნაბიჯების არარსებობაზე. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთი ნებისმიერ დროს შეიჭრება მეზობელ სახელმწიფოში. დღეს კი რუსეთის გამოხმაურებით, ვაშინგტონმა არ უნდა უბიძგოს უკრაინას პროვოკაციებისკენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში