გოგა ბითაძემ NBA-ში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა

21 იანვარი 2022, 11:38 805 ნახვა

ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა.

ბითაძის "ინდიანა" "გოლდენ სტეიტს" დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 121-117 დაამარცხა.

ძირითადი დრო შეხვედრაში 110-110 დასრულდა. ბითაძემ არასრულ 32 წუთში 13 ქულა,9 მოხსნა და 5 გადაცემა მიითვალა.

ამ დროისთვის "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში 17 მოგებით და 29 წაგებით მე-13 ადგილზე იმყოფება.

შემდეგ შეხვედრას ბითაძის გუნდი 23 იანვარს ფენიქს სანსის წინააღმდეგ გამართავს.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში