საქართველოში დაგეგმილი ევროპარლამენტარების ვიზიტი გაუქმდა

22 იანვარი 2022, 12:20 383 ნახვა

საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტი, რომელიც 21–22 იანვარს იყო დაგეგმილი გაუქმდა. როგორც ევროპარლამენტარების, ვიოლა ფონ კრამონის, მარინა კალიურანდისა და მირიამ ლექსმანის განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის გაუქმების მიზეზია ის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა მოლაპარაკებებში ჩასართავად.

ევროპარლამენტარების განცხადების თანახმად, ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყებაზე საუბარს, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს დემოკრატიული საპარლამენტო კულტურის განვითარებას ემსახურებოდა.

ევროპარლამენტარები საქართველოს პარლამენტს სთავაზობენ, ნიადაგი მოამზადონ ახლო მომავალში ჟან მონეს დიალოგის წამოსაწყებად. განცხადებას გამოხმაურება უკვე მოჰყვა ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები მოითხოვენ, შალვა პაპუაშვილმა დასავლელ პარტნიორებთან შიდა პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი დაიწყოს. ოცნებაში ჯერ საკითხზე კომენტარი არ გაკეთებულა .

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში