რუსეთი მასშტაბურ საზღვაო წვრთნებს, ხოლო ნატო არქტიკაში მანევრებს გამართავს

22 იანვარი 2022, 12:10 950 ნახვა

რუსეთი მასშტაბურ საზღვაო წვრთნებს აანონსებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, წვრთნები იანვარსა და თებერვალში გაიმართება და წყნარ და ატლანტის ოკეანეებში ჩატარდება.  საზღვაო მანევრები ასევე ჩატარდება ხმელთაშუა, ჩრდილოეთისა და ოხოტსკის ზღვებში.

სწავლებებში მონაწილეობას 140  სამხედრო გემი, 60 თვითმფრინავი და 10 000 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს.  პარალელურად, მასშტაბურ სწავლებებს აანონსებს ნატო-ც. მანევრებში, სახელწოდებით „ცივი პასუხი“, 28 ქვეყანა და 35 000 სამხედრო ჩაერთვება. ინფორმაციას ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენლობა ავრცელებს. ნატო-ს მანევრები მარტიდან დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში