გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს

22 იანვარი 2022, 18:03 862 ნახვა

ბერლინმა კი ესტონეთს კიევში იარაღის ექსპორტის ნებართვა არ მისცა, მაშინ, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ესტონეთს ამერიკული წარმოების იარაღის უკრაინაში გასაგზავნად „მწვანე შუქი“ აუნთო.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ  - კიევის მხარეს დგას და ყველაფერი უნდა გაკეთდეს დეესკალაციისთვის, თუმცა მისი თქმით ახლა  იარაღის მიწოდება პროცესს ხელს არ შეუწყობს.  ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ კი განაცხადეს , რომ უახლოეს მომავალში უკრაინაში აშშ-ის წარმოების „ჯაველინისა“ და „სტინგერის“ სარაკეტო სისტემებს გააგზავნიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში