უკრაინამ 24 რუსულ კომპანიასა და 76 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა

22 იანვარი 2022, 18:00 347 ნახვა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზეზით, 24 რუსულ კომპანიასა და 76 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესდა. გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა მიიღო. როგორც ცნობილია, სასანქციო  სიაში ის კომპანიები მოხვდნენ, რომლებიც ქერჩის სრუტეში რუსეთის მიერ დაკავებულ ყირიმსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში არიან ჩართული.

რაც შეეხებათ ფიზიკურ პირებს, მათი უმეტესობა მაღალჩინოსნები არიან, რომლებიც ყირიმის ძალოვან უწყებებში მუშაობენ. სიაში ასევე მოხვდა 18 მოსამართლე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში