საგანგაშო კოვიდვითარება

23 იანვარი 2022, 12:09 882 ნახვა

ქვეყანაში საგანგაშო კოვიდვითარებაა. კორონავირუსით ინფიცირიების მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. ბოლო 24 საათში ვირუსით 9 600-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 20%  გადასცდა, თუმცა  დამატებითი  შეზღუდვების დაწესებაზე ჯერჯერობით საუბარი არ მიმდინარეობს. 

დღეიდან ამბულატორიული დაწესებულებები კოვიდ 19-ის ტესტირებას ყოველდღიურად 10 დან 18 სთ-მდე ჩაატარებენ,  ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს მხოლოდ ერთი ცხელების ცენტრი არ გადატვირთონ და  სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პოლიკლინიკებს მიმართონ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში