კოვიდ-საწოლები თითქმის ყველა დაკავებულია

23 იანვარი 2022, 20:07 729 ნახვა

გართულებული კოვიდვითარება, დღეს შემთხვევების რაოდენობა 10-ათასამდე იყო, მომავალ დღეებში კი უფრო მეტს ელიან. 

ომიკრონ შტამის გადადების უნარი წინა შტამებს აღემატება და შესაბამისად კოვიდტესტის აღებისას დიდი რიგებიც დაგხვდებათ, უსიმპტომო ან მცირე სიმპტომების შემთხვევაში, ტესტისთვის უნდა მიმართოთ უახლოეს პოლიკლინიკებს.

საწოლფონდი ამოწურვის პირასააა და ისიც მხოლოდ ბავშვებისთვის და რთული შემთხვევებისთვისაა გათვალისწინებული. 

ექსპერტები გართულებას ვარაუდობენ და აუცრელ მოქალაქეებს სასწრაფო ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში