ძალადობა შშმ პირზე - ორ პოლიციელს დღეს ბრალს წაუყენებენ

26 იანვარი 2022, 11:47 303 ნახვა

დღეს დაზარალებულის სტატუსს მიანიჭებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდს, რომელსაც პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა. სასამართლო, სავარაუდოდ, დღესვე წარუდგენს ბრალს ორივე დაკავებულს. სახელმწიფო ინსპექტორის ინფორმაციით, მიმდინარეობს ძიება და შესაძლებელია საქმის გარემოებები და დანაშაულის კვალიფიკაცია დაზუსტდეს.

მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს.

ნუკრი ბაქრაძეს ედავებიან დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ.

ხოლო ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელს - კახა ბაკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში