რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ბაიდენს მოქმედებათა რამდენიმე ვარიანტს სთავაზობენ

27 იანვარი 2022, 13:04 744 ნახვა

აშშ-ს ევროპაში სამხედროებისა და ავიაციის გაგზავნა შეუძლია. ამის შესახებ გამოცემა ნიუ-იორკ თაიმსი წერს. 

გამოცემის მონაცემებით,  პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მსჯელობენ ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში   რამდენიმე ათასი სამხედროს, გემების და ავიაციის გაგზავნის შესაძლებლობაზე. 

ბაიდენი ამ ნაბიჯზე უკრაინის გარშემო სიტუაციის გამო წავა-წერს ნიუ-იორკ თაიმსი და წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ  პენტაგონის მაღალჩინოსნებმა პრეზიდენტს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ესკალაციის შემთხვევაში   მოქმედებების რამდენიმე ვარიანტი  წარუდგინეს. 

ერთ-ერთი ზომა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ათასიდან 5 ათასამდე ამერიკელი სამხედროს გაგზავნაა  სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში მათი რაოდენობის გაათმაგების შესაძლებლობით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში