უკრაინაში ახალწვეულმა გვარდიელებს ცეცხლი გაუხსნა

27 იანვარი 2022, 18:24 1736 ნახვა

უკრაინის ქალაქ დნეპრში ახალწვეულმა 5 სამხედრო მოსამსახურე   მოკლა. ინციდენტის შედეგად დაშავდა კიდევ 5 ადამიანი. შემთხვევა მანქანათმშენებელი ქარხნის  ტერიტორიაზე მოხდა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინიტროს განცხადებით,  უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურემ  გაურკვეველი მიზეზების გამო,„კალაშნიკოვის“ ავტომატიდან სამხედრო მოსამსახურეებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შემდეგ მან იარაღით მიმალვა სცადა.  პოლიციამ იგი რამდენიმე საათში ქალაქ დნეპრში დააკავა. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ინციდენტის გამომწვევ გარემოებებს იძიებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში