დღეს საქართველოს ფუტსალის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება

29 იანვარი 2022, 12:33 1382 ნახვა

დღეს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ორი ტურის თავზე საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფში პირველია  და უკვე მოპოვებული  აქვს მეოდხედფინალის საგზური. ესპანეთი კი 4 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. 

დღევანდელ მატჩში არ წაგების შემთხვევაში ავთანდილ ასათიანის გუნდი პირველი ადგილით გავა და სავარაუდოდ მეოთხედფინალში ხორვატიას დაუპირისპირდება. 

მეორე ადგილის შემთხვევაში კი ევროპის ფუტსალის რეიტინგის პირველი ნომერი რუსეთის ნაკრები მოუწევს.

საქართველოს და ესპანეთის ნაკრებების მატჩი დღეს ნიდერლანდების ქალაქ გრონინგენში თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. 

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

შეგახსენებთ,რომ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში აზერბაიჯანის ნაკრები 3-2 დაამარცხა, ხოლო მეორე ტურში კი 2-1 ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრებს მოუგო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში