შეხვედრა რუმინეთის ელჩთან

10 მარტი 2022, 17:49 776 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარემ და რუმინეთის ელჩმა, საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და მზაობა გამოთქვეს, ჩამოაყალიბონ სტრატეგიული პარტნიორობა. განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესია. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე და ხაზი გაუსვა კანდიდატის სტატუსის დაჩქარებული წესით მინიჭების მნიშვნელობას ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა რუმინეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში