ქობულეთის სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული 6 მოსწავლე ჩაირიცხა

25 მარტი 2022, 14:03 996 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული 6 მოსწავლეა ჩარიცხული.

მოზარდები სწავლას ჩაქვის #1 და ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის რუსულ სექტორში გააგრძელებენ.

ქობულეთის რესურსცენტრის დირექტორი  ამბობს, რომ მოსწავლეები  განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.

მათთვის სასკოლო სახელმძღვანელოებს  სკოლები უზრუნველყოფენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში