ქობულეთში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

28 მარტი 2022, 14:34 3169 ნახვა

სისხლიანი გარჩევა ქობულეთში. დაჭრილია 30-წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელსაც არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს.

გავრცელებული ინფორმაციით,  ახალგაზრდა მამაკაცმა კრიმინალური ავტორიტეტები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შემთხვევა ქობულეთში, ე.წ ემტეესის დასახლებასთან მოხდა. ადგილობრივები დეტალებზე საუბარს თავს არიდებენ, თუმცა პირად საუბარში ფაქტს ადასტურებენ.

დაჭრილის მამა ამბობს, რომ მისი შვილის მდგომარეობა საკმაოდ რთულია და არ გამორიცხავს მის თურქეთში, კლინიკაში გადაყვანასაც.  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში