დახურეთ ცა უკრაინის თავზე! – აქცია ბათუმში

29 მარტი 2022, 20:21 1250 ნახვა

‘’დღეს მეც უკრაინელი ვარ!  დახურეთ ცა  უკრაინის თავზე! ‘’ -  ამ მოწოდებით  სოლიდარობის  აქცია  გაიმართა დღეს ბათუმში, ევროპის მოედანზე შეკრებილები  უკრაინაში მიმდინარე  მოვლენებს გამოეხმაურნენ და რუსული აგრესია დაგმეს.  დღევანდელი აქციის  ორგანიზატორი  ქართულ-უკრაინული  ოჯახია.  აქციის  ფარგლებში გაიმართა  ფლეშმობი - შეკრებილებმა უკრაინის რუკაზე განათავსეს გული, რითაც  მონიშნეს ის  ქალაქები, სადაც  ახლა მათი ახლობლები იმყოფებიან. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში