რა დარღვევებს აფიქსირებენ არასამთავრობო ორგანიზაციები შუალედურ არჩევნებზე

02 აპრილი 2022, 18:13 900 ნახვა

სააგიტაციო მასალა საარჩევნო უბანზე, კოორდინატორების მობილიზება უბნის გარეთ და შეფერხებები კენჭისყრის პროცესში - დარღვევები დააფიქსირეს და საჩივრები დაწერეს არასამთავრობო   ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

მათი შეფასებით, უბნებთან სხვადასხვა ჯგუფის მობილიზება  ამომრჩეველთა ნების კონტროლი შეინიშნება.

რაც შეეხება უშუალოდ კენჭისყრის პროცესს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ელექტრო მოწყობილობების გაუმართაობის გამო, რამდენიმე უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეფერხებით წარიმართა, ერთ უბანზე კი ფარულობის პრინციპიც დაირღვა. ახალგაზრდა იურისტთა  ასოციაციამ - 2, სამართლიანმა არჩევნებმა კი უბანსა  და ოლქში 7 საჩივარი, ასევე 5 შენიშვნა დაწერა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში