რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რაკეტა საწარმოს ტერიტორიას მოხვდა

26 აპრილი 2022, 14:07 1044 ნახვა

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე თქმით, რუსული ძალების მიერ ნასროლი ორი რაკეტა ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიას მოხვდა. შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი  დაშავდა.

სარაკეტო იერიშის შედეგად ასევე დაზიანდა და განადგურდა საწარმოს ინფრასტრუქტურული ობიექტები.

„წინასწარი მონაცემებით, ცნობილია ერთი დაღუპულისა და ერთი დაშავებულის შესახებ. მიმდინარეობს თავდასხმის შედეგების ლიკვიდირება, შესაბამისად, დაშავებულთა რაოდენობა შეიძლება კიდევ დაზუსტდეს“,- ნათქვამია ზაპოროჟიეს რაიოონული სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში