რუსი ოკუპანტების მიტოვებული ცხედრები ''ალ-ჯაზირას'' რეპორტაჟში

10 მაისი 2022, 14:40 1370 ნახვა

ყატარის ტელეარხმა ''ალ-ჯაზირამ'' უკრაინა-რუსეთის ომის შესახებ რეპორტაჟი მოამზადა, რომელშიც  კიევის ოლქში ლიკვიდირებული რუსი ოკუპანტების ცხედრებით სავსე ვაგონი-რეფრეჟერატორია ნაჩვენები.   

კონკრეტულად ტომრები ფორმიანი ცხედრებით, რომლებიც რუსული არმიის უნიფორმას ჰგავს, ნაჩვენებია ეტიკეტები ჯავშანჟილეტების, რომლებიც რუსეთშია დამზადებული, შევრონები, რომლებიც მოწმობენ, რომ დაღუპული სამხედროები კონკრეტულ სამხედრო ნაწილებში ან ელიტარულ სადესანტო ჯარებში მსახურობდნენ.

დათვალიერების დროს დაღუპულთა პირად ნივთებს შორის მოპარული ბევრი ოქროს ნაკეთობაა ნაპოვნი.

''ალ-ჯაზირა'' აღნიშნავს, რომ ცხედრებით სავსე ვაგონი კიევის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა უკან დახევის დროს მიატოვეს. ამ ჯარისკაცების ცხედრების წაღებაზე რუსეთმა უარი განაცხადა - აცხადებს რეპორტაჟში უკრაინის არმიის წარმომადგენელი. 

პოლკოვნიკ ვლადიმირ ლიამზინის თქმით, თითოეული მოკლული რუსი ოკუპანტი უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულებების მტკიცებულებაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში