აშშ-ის პირველი ლედი პუტინს მიმართავს

12 მაისი 2022, 10:29 469 ნახვა

აშშ-ის პირველმა ლედიმ რუსეთის პრეზიდენტს  უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.   ჯილ ბაიდენმა  თავისი  მიმართვა  სი-ენ-ენ-ის  ვებ- რესურსზე  საავტორო სვეტში  გამოაქვეყნა.  პირველმა ლედიმ  სლოვაკეთსა და რუმინეთში უკრაინელ ლტოლვილებთან და უჟგოროდში დევნილებთან შეხვედრის შემდეგ თავისი  შთაბეჭდილებების შესახებ დაწერა.  მან  ასევე გაიხსენა  უკრაინის პრეზიდენტის მეუღლესთან ოლენა ზელენსკასთან შეხვედრის დეტალები. 

„შეუძლებელია დატოვო ომის ზონა ისე, რომ  იქ ნანახმა არ იმოქმედოს და არ შეგცვალოს.  არ არის საჭირო  უბედურების თვალით დანახვა, რადგან ამას გულით გრძნობ. უბედურება არის ის, რაც სახეს ვუალივით  ფარავს“, - წერს აშშ-ის პირველი  ლედი და გაუბედურებულ უკრაინელ დედებს აღწერს, რომლებსაც  უკრაინაში შეხვდა. 

„ბატონო პუტინო, გთხოვთ შეწყვიტოთ ეს უაზრო და სასტიკი ომი“ - წერს ბაიდენი  ბოლოს.

აშშ-ის პირველი ლედი უკრაინის ქალაქ უჟგოროდში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში