შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, მანამდე გთხოვთ, რომ მადროვოთ ბევრი საქმეა გასაკეთებელი ​- პრემიერი

13 მაისი 2022, 13:36 1379 ნახვა

შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.

„არ არის საინტერესო შეკითხვა. მე აღარ მაინტერესებს არც ოპოზიციონერების კითხვები და არც აბსურდული განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა არჩევნები დასრულებულია, ჩვენ გავიმარჯვეთ და შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. მანამდე გთხოვთ, რომ მადროვოთ ბევრი საქმეა გასაკეთებელი “, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი