კონფერენცია რევმატიულ ართრიტზე

13 მაისი 2022, 20:36 1010 ნახვა

„ყველაფერი ჩვენს ხელშია“ - რევმატოიდული  ართრიტის მქონე პაციენტთა კავშირის ეგიდით ღონისძიება გაიმართა.  2020 წლიდან აჭარის რეგიონში რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებისთვის  სპეციალური პროგრამა ამოქმედდა და ბიოლოგიური პრეპარატებით ადეკვატური მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა. რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური, ქრონიკული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სახსრების პროგრესირებადი, შეუქცევადი დაზიანება და  ქმედუუნარობის განვითარება. ყოველი მეასე ადამიანი დაავადებულია რევმატოიდული ართრიტით და დაავადება უპირატესად ვითარდება 35-60 წლის ასაკის ინდივიდებში.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში