მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

14 მაისი 2022, 11:21 1112 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომაროება უცვლელი და ისევ კრიტიკულია, პოლონეთი კი მზადაა, რომ  მიხეილ სააკაშვილი  მათ ქვეყანაში გადაიყვანონ  სამკურნალოდ. გიული ალასანიას თქმით, ექსპრეზიდენტი  ისევ ვერ ახერხებს  საკვების მიღებას. მიხეილ სააკაშვილი გუშინ საღამოს პირადმა ექიმმა და ნევროლოგმა მოინახულეს.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით,  ისინი გაეცნენ მკურნალობის მიმდინარეობას  და დაგეგმეს მომდევნო  მომდევნო კვლევების თარიღიც. დაბრუნდება თუ არა სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკიდან ისევ საკანში,  თემა კვლავ აქტუალურია ენმ-სა და სააკაშვილის ოჯახის წევრებისთვის. მიაჩნიათ, რომ ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა მოჩვენებითია და იგი პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში გამგზავრებას უკავშირდებ.

ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ კი მიაჩნიათ, რომ სააკაშვილს ისევ ციხეში დააბრუნებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი