რუსებმა სამხედრო ქალაქი დესნა დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

17 მაისი 2022, 10:45 980 ნახვა

რუსმა სამხედროებმა ჩერნიგოვის ოლქში სამხედრო ქალაქი დესნა დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიაჩესლავ ჩაუსის თქმით, დაბომბვის ადგილზე მაშველები მუშაობენ.  

გარდაცვლილების ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

ასევე ღამით, ლვოვში აფეთქებების ხმა ისევ ისმოდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, პოლონეთის საზღვრიდან 15 კილომეტრში მდებარე სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ოკუპანტები შეზღუდვებს აწესებენ და ხერსონში გასასვლელებს ბლოკავენ.

უკრაინული მხარე იუწყება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, რუსული დაბომბვების შედეგად, 20 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ბავშვის დაღუპვის შესახებ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით კი, უკრაინელებმა ოკუპანტების 5 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში