ავარია ბათუმში - დაშავდა სამი ადამიანი 

20 მაისი 2022, 11:28 7892 ნახვა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. კომახიძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

კლინიკაში განმარტავენ, რომ სამივე პაციენტს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ და ამ ეტაპზე გამოკვლევები უტარდებათ.​

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში