მასტერკლასი ფიგურულ ციგურაობაში

20 მაისი 2022, 13:13 1218 ნახვა

ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის ბაზას სტუმრად ცნობილი სპორტსმენები ესტუმრნენ და ახალგაზრდა მოციგურავეებისთვის მასტერკლასი ჩაატარეს. პატარებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მორის ყვითელაშვილმა, რომელიც პირველი ქართველია ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწია, ასევე გრან-პრის ჩემპიონებმა გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას წყვილმა და ავსტრიის ჩელენჯერის გამარჯვებულმა ნიკოლოზ ეგაძემ. ბათუმელი სპორტსმენები სულ მალე ერევანში, საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრებიან, ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლელა ჩოფიკაშვილის თქმით, ამ სპორტსმენების მიერ ჩატარებული მასტერკლასი მისი შეგირდებისთვის დამატებითი მოტივაცია და სტიმულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში