ქართული ძიუდოს მორიგი აღიარება

20 მაისი 2022, 13:16 213 ნახვა

ევროპის ძიუდოს კავშირმა 2021 წლის კაცთა საუკეთესო მწვრთნელად საქართველოს ნაკრების თავკაცი ლაშა გუჯეჯიანი დაასახელა და მას ჯილდოც გადაეცა. ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს, რომელთა შორის ლაშა ბექაურის ოქროც იყო”, - ვკითხულობთ ევროპის ძიუდოს კავშირის ვებ-გვერდზე. ევროპული ძიუდოს გაერთიანებამ 18 წლის ქართველი ძიუდოისტი, გიორგი სარდალაშვილი ამომავალ ვარსკვლავად დაასახელა. უწყებამ გადაწყვეტილება საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში