„საუბრები დემოკრატიაზე“ მუსლიმ თემში

20 მაისი 2022, 17:30 742 ნახვა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო  საზოგადოების „ ხელმძღვანელი დღეს ბათუმში მუსლიმი თემის ნაწილს  შეხვდა.  შეხვედრა ახალი მეჩეთის ტერიტორიაზე გაიმართა.  ნინო დოლიძე მუსლიმი თემის წარმომადგენლებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობასა და დემოკრატიის მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

დისკუსიის ნაწილი დაეთმო ასევე საქართველოს განაცხადს ევროკავშირის წევრობასა და ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო ასევე მუსლიმი თემის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს. მათ შორის ახალი მეჩეთის მშენებლობის  საკითხს. 

მუსლიმი მრევლის ნაწილი უკვე 6 წელია ითხოვს მეჩეთის მშენებლობის ნებართვას. მათი განცხადებით,  ორი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად ბათუმის მერია მეჩეთის მშენებლობას არ თანხმდება. 

შეხვედრა მუსლიმი თემის წარმომადგენლებთან   ISFED-ის „საუბრები დემოკრატიაზე“ პროექტის ფარგლებში შედგა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში