ევროკავშირი რუსეთის გაზზე დამოკიდებულებისგან სრულად გათავისუფლებას 2027 წლისთვის გეგმავს

21 მაისი 2022, 12:03 881 ნახვა

ევროკავშირი რუსეთის გაზზე დამოკიდებულებისგან სრულად გათავისუფლებას 2027 წლისთვის გეგმავს, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკა ყოველთვის იყო გეოპოლიტიკური საკითხი და ახლა ეს კიდევ უფრო აშკარა გახდა.

მისივე თქმით, ბუნებრივი აირი ევროპის ენერგეტიკული ბალანსისთვის კიდევ დიდხანს იქნება საჭირო, რაც მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროკავშირს უბიძგებს, რუსეთის ნაცვლად ეძებოს სანდო, ალტერნატიული გაზის მომწოდებლები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში