საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გაიმართა

21 მაისი 2022, 11:07 979 ნახვა

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები მიმდინარეობს. ამ მიზნით საქართველოს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვია.

დელეგაციის ხელმძღვანელს, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა.

მინისტრმა საუბრისას ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან  მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება .

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში