ყველაზე კრიტიკულ დროს ქართველმა დიპლომატებმა შეასრულეს თავიანთი საქმიანობა უკრაინაში, საფრთხის მიუხედავად, აჩვენეს მხარდაჭერა, სოლიდარობა უკრაინის მიმართ - კასიანოვი

27 მაისი 2022, 17:12 636 ნახვა

ყველაზე კრიტიკულ დროს, ქართველმა დიპლომატებმა, საფრთხის მიუხედავად შეასრულეს თავიანთი მისია უკრაინაში, აჩვენეს მხარდაჭერა, სოლიდარობა უკრაინის მიმართ, - ამის შესახებ  ანდრეი კასიანოვმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კასიანოვმა საქართველოს გუნდს, დიპლომატებს უკრაინის ძლიერი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის პატივია, მონაწილეობა მივიღო ღონისძიებაში, სადაც აჯილდოებენ ქართველ დიპლომატებს, რომლებმაც მიუხედავად გამოწვევებისა და საფრთხისა, გააგრძელეს თავიანთი საქმიანობა უკრაინაში. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ევროპის ხუთი ქვეყნის ლიდერი იმყოფებოდა აქ, რომ მტკიცე მხარდაჭერა გამოეცხადებინა საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. მათ შორის იყო უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც ნათლად აღნიშნა, რომ უკრაინა ყოველთვის მხარს დაუჭერდა საქართველოს ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. დღეს კი, ყველაზე კრიტიკულ დროს, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში ბარბაროსული შეჭრის დროს, ქართველმა დიპლომატებმა შეასრულეს თავიანთი საქმიანობა უკრაინაში. მიუხედავად საფრთხისა და გამოწვევებისა, აჩვენეს საქართველოს სრული მხარდაჭერა, სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. იმედი მაქვს, ჩვენს ერებს შორის მეგობრობა და ურთიერთობა უფრო კონსოლიდირებული იქნება, რომელიც სარგებლის მოუტანს უკრაინელებს და ქართველებს. კიდევ ერთხელ მადლობა საქართველოს გუნდს, დიპლომატებს ძლიერი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში