საკრებულოს სხდომა ქედაში

27 მაისი 2022, 19:29 1252 ნახვა

ქედაში საკრებულოს სხდომაზე ზედამხედველობის, საფინანსო  და ეკონომიკის სამსახურის I კვარტლის  ანგარიშები მოისმინეს. ასევე საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაწესდა 10 000 ლარი ჯარიმა მათთვის ვინც აზარტული თამაშების რეკლამას გაავრცელებს ქედის ტერიტორიაზე. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება. დღესვე ცვლილება შევიდა „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ საბჭოს შემადგენლობასა და სტრუქტურაში. მას გენდერული საბჭოსა და სპეციალური საჭიროების მქონე წარმომადგენელი დაემატა. ცვლილების მიხედვით, გამარჯვებული იდეის ავტორს საშუალება ექნება განსახორციელებელი პროექტების შესრულების ნაწილში ზედამხედველობა გაუწიოს და თვალი ადევნოს შესყიდვების პროცესს. სხდომას ნაციონალური მოძრაობის წევრები  არ ესწრებოდნენ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში