პრემიერის ვიზიტი იორდანიაში 

28 მაისი 2022, 18:08 1097 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში დაიწყო.

აეროპორტში ირაკლი ღარიბაშვილს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმის მინისტრი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი პრინც ღაზისთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში.

მიწაზე, რომლის ფართობი 4 ათასი კვადრატული მეტრია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში