სკვერის მშენებლობა ხიმშიაშვილის ქუჩაზე

13 ივნისი 2022, 14:45 1121 ნახვა

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე „მაკდონალდსის“ მიმდებარედ ახალი სკვერი შენდება. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე მთავრობის თავმჯდომარე და ქალაქის მერი გაეცნენ.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მიმდებარედ ინტენსიური კერძო მშენებლობები არ განხორციელდება, რაც ადგილობრივების მოთხოვნა იყო.

აღნიშნული რეკრეაციული ზონის სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება, რისთვისაც 1 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.

წელს ბათუმს 10 ახალი სკვერი შეემატება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში