შეხვედრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან 

18 ივნისი 2022, 11:32 478 ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა. 

თეა ახვლედიანმა მიმოიხილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე - შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით არსებული პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის მტკიცე მხარდაჭერისა და ამ კუთხით მიღებული, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში