გერმანიის კანცლერი ევროკავშირში გაწევრიანების გამარტივებას ითხოვს

19 ივნისი 2022, 14:55 628 ნახვა

ევროკავშირის გაფართოებისთვის არა მხოლოდ მიმღები ქვეყნები, არამედ თავად ევროკავშირიც უნდა ემზადებოდეს - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა უცხოურ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა.

ოლაფ შოლცი ევროკავშირს მოუწოდებს, ახალი წევრების მიღების წესები გაამარტივოს.

აღნიშნულზე, გერმანიის კანცლერი ევროკავშირის სამიტზეც ისაუბრებს, სადაც 27 წევრი ქვეყანა, კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადს განიხილავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში